იენს სტოლტენბერგი – ჩეხეთმა უკრაინისთვის ნახევარი მილიონი საარტილერიო ჭურვი შეიძინა – მოკავშირეებმა ღრმად უნდა ჩაიხედონ საკუთარ მარაგებში და დააჩქარონ რაკეტების, არტილერიისა და საბრძოლო მასალის გადაცემა

ჩეხეთმა უკრაინისთვის ნახევარი მილიონი საარტილერიო ჭურვი შეიძინა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე ნატო-უკრაინის საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნატო-ს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ [უკრაინისთვის] სამხედრო დახმარების დაჩქარებასა და გაზრდაზე, მათ შორის მეტი საჰაერო თავდაცვის…
მივესალმები გერმანიის ძალისხმევას, მათ შორის ბოლო გადაწყვეტილებას დამატებითი Patriot სისტემა გადასცენ უკრაინას. Patriot-ებთან ერთად, კიდევ ბევრი იარაღია, რომელთა გადაცემაც შეუძლიათ მოკავშირეებს, მათ შორის SAMP-T…
ჩეხეთმა დაადასტურა, რომ ამუნიციის მათი ინიციატივის ფარგლებში მათ [უკრაინისთვის] ნახევარი მილიონი საარტილერიო ჭურვი შეიძინეს.
მივესალმები ხვალ უკრაინისთვის კრიტიკული დახმარების პაკეტზე კენჭისყრისადმი აშშ-ის კონგრესში მიღწეულ პროგრესს. იმედი მაქვს, რომ კანონპროექტი დამატებითი შეფერხებების გარეშე იქნება მიღებული.
მოკავშირეებმა უფრო ღრმად უნდა ჩაიხედონ საკუთარ მარაგებში და დააჩქარონ რაკეტების, არტილერიისა და საბრძოლო მასალის გადაცემა”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?