ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში, აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას.
მინისტრის თქმით, აღნიშნული მთავრობის მიერ აღიარებულია ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საყურადღებო მიმართულებად.
როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამას ადასტურებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის 2021-2024 წლების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმებიც, რომელთა შემუშავებაც მოხდა უწყებათაშორის ფორმატში, არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით, არამედ სხვა უწყებების აქტიური ჩართულობით.
„აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად შეაფასა ხსენებული პოლიტიკის დოკუმენტის არსებობა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, უკვე დაიწყო განახლებული, 2025-2028 წლების სტრატეგიისა და მისგან გამომდინარე სამოქმედო გეგმის ერთობლივად შემუშავების პროცესიც, რომელშიც, ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის ზრდის პარალელურად, კიდევ უფრო მეტად გამახვილდება ყურადღება მისი პრევენციის კომპონენტზე.
„გაგრძელდება აქტიური მუშაობა სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა ამაღლდეს ახალგაზრდების ცნობიერება ნარკოტიკების მავნე შედეგებთან დაკავშირებით და მკვეთრად შემცირდეს მათი ნარკოტიკულ დანაშაულებში ჩაბმის ალბათობა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი გახარიას – ან დაადასტურებთ, რომ ეროვნული მთავრობის დამხობაში მაქვს მონაწილეობა მიღებული ან კიდევ ერთი „ტოპმატყუარა“ ხართ – არ გიჩივლებ, იტალიაში გაიქცევით ან სადმე, სად გდიოთ

გიორგი გახარია – მოხდა გეგმის საბოტაჟი და იმ წერტილებზე, სადაც ქართული საგუშაგოები უნდა ყოფილიყო, აღმოჩნდა რუსეთის საგუშაგოები, ფრიალებს რუსეთის დროშა – მინისტრმა და კიდევ ვიღაცამ დრო იხელთა – მოგიწოდებთ, შექმნათ კიდევ ერთი კომისია!

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას – თუ პროკურატურაში ერთ დღეს დაგიბარებენ, თქვენი ალიბი სახლში დატოვეთ, არ ვარგა – ჩვენთან თუ არ გაივლი გაკვეთილს, რომელ პროკურატურაში მისასვლელად ვარგიხარ?