“აზერბაიჯანში USAID-ის ადგილი აღარაა” – ბაქო

“აზერბაიჯანში USAID [-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს] საქმიანობის ადგილი აღარაა, – ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა ჰიქმეთ გაჯიევმა, რომელმაც USAID-ის დირექტორი სამანტა ფაუერი გააკრიტიკა.
ალიევის ადმინისტრაციის კრიტიკის საფუძველი გახდა ის, რომ სამანტა ფაუერმა აშშ-ს მიერ მთიანი-ყარაბაღიდან დევნილებისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციამ 100 ათასი ადამიანი ყარაბაღიდან სომხეთში დევნილად აქცია.
“გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე მას არასოდეს წამოუწევია საკითხი აზერბაიჯანელი დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სავალალო მდგომარეობაზე და არ მოუთხოვია გაეროს რეზოლუციების შესრულება. პრემია Aurora-ს მინიჭებით, ის გაერთიანდა ამ ფონდის დამფუძნებელთან, ცნობილ ოლიგარქთან და “ბინძური ფულის” გამთეთრებელთან რუბენ ვარნთან. აზერბაიჯანფობია, თურქოფობია, პოლიტიკური კორუფცია და სპეკულაციები პრემია Aurora-ს პროექტის ფარგლებში, როგორც ჩანს, რუბენ ვარდანიანისა და სამანტა ფაუერის საერთო ღირებულებები და ინტერესებია. ნიღბები ჩამოხსნილია! აზერბაიჯანში აზერბაიჯანში USAID საქმიანობის ადგილი აღარაა”, – აცხადებს გაჯიევი.
მისივე განცხადებით, აშშ სომხეთის მიერ აზერბაიჯანის 30 წლიანი ოკუპაციის პერიოდში სომხეთის სახელმწიფოს გვერდით იდგა, როდესაც მილიონი აზერბაიჯანელი სასტიკი და სისხლიანი ეთნიკური წმენდის მსხვერპლი გახდა.
“ეს პოლიტიკა იმავე ფორმით გრძელდება”, – ამბობს ალიევის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.