რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირების დაკავების გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირების დაკავების გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bild-ი ავრცელებს.
Bild-ის ცნობით, ეს რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი პირების დაკავებაზე გერმანიის მთავრობის ოფიციალური რეაქციაა.
„ჩვენ უკრაინის ფართომასშტაბიან მხარდაჭერას გავაგრძელებთ და საკუთარ თავს იმის უფლებას არ მივცემთ, რომ შევშინდეთ“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.
შეგახსენებთ, გერმანიაში, ბავარიის ქალაქ ბაიროითში პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომელთაც ბრალად ედებათ გერმანიაში სამხედრო ობიექტებზე დივერსიული ოპერაციების მომზადება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ

დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას