კანონს მიიღებენ, მადამ პრეზიდენტის ვეტო ვერ შეაჩერებს – გავრილოვის და ოცნების მეგობარი მამუკა ფიფია

კანონს მიიღებენ, მადამ პრეზიდენტის ვეტო ვერ შეაჩერებს – გავრილოვის და ოცნების მეგობარი მამუკა ფიფია
წარმოშობით ქართველი, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი და გავრილოვის მეგობარი მამუკა ფიფია ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო “ოცნების” რუსულ კანონის მიღებას ვერ შეაჩერებს.
“მადამ პრეზიდენტის ვეტო კანონის მიღებას ვერ შეაჩერებს, რადგან ვეტოს დაძლევას დაუბრკოლებლად შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობა. დარჩენილია მეორე და მესამე მოსმენები და კანონი მიღებული იქნება ერთი კვირის განმავლობაში. იმედი მაქვს კანონს მიიღებენ, რადგან ის განიხილება როგორც რეალური ინსტრუმენტი საქართველოს სუვერენულობისთვის. და რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს ამ კანონპროექტს.
ფიფია არ ამბობს, ცხადია, რა მდგენელი, რა საზომი აქვს ასეთი, რომ ამდენდღიანი, ამდენათასიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, მაშინ, როცა სფერო არ დარჩენილა, რომლის წარმომადგენლებსაც კანონი არ გაეპროტესტებიათ – რომ ასკვნის, თითქოს საქართველოს უმრავლესობა უჭერს მხარს ამ კანონპროექტს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვენეციის კომისია – ვწუხვართ, რომ კანონი მიღებულ იქნა პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა – ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს

ვენეციის კომისია – კანონის მიერ გამოხატვის, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” და “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” მუხლებში