გერმანიის კანცლერმა ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ირანის თავდასხმას ისრაელზე არ მოჰყვეს მიმდინარე კონფლიქტის გამწვავება. შოლცმა ბრიუსელში თქვა ასევე, რომ ფიქრობს, ეს დაინტერესებული მხარეებისთვის გასაგებია.
Reuters-ს მოჰყავს გერმანიის კანცლერის სიტყვები: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მომენტი შემდგომი განმუხტვისთვის იქნეს გამოყენებული და რომ ისრაელმა არ უპასუხოს მასირებული თავდასხმით,“ – თქვა შოლცმა.
1 აპრილს სირიაში ირანის საელჩოზე თავდასხმის შედეგად ამ ქვეყნის გუშაგთა კორპუსის მაღალი რანგის ოფიცრები დაიხოცნენ. თეირანი თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს და 14 აპრილს საპასუხოდ ასეულობით დრონი და რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით. ისრაელის და მისი მთავარი მოკავშირის, -ის საჰაერო თავდაცვამ გააუვნებლა თითქმის ყველა მათგანი. ირანს საპასუხო თავდასხმით ემუქრება. მოკავშირეების ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, რათა არ მოხდეს რეგიონში ძალადობის სპირალური ზრდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს