თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა გადაჯგუფება შეინიშნება.

უფრო კონკრეტულად, ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე -ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმია განთავსებული. სპეცრაზმელები ადგილზე განთავსებულ ავტობუსებში იმყოფებიან. თავისუფლების მოედანზე დგას წყლის ჭავლის მანქანაც.

გარდა ამისა, სამართალდამცავთა მობილიზებაა მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიაზეც.

როგორც ცნობილი ხდება, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გამაგრებული არიან უშუალოდ პარლამენტის ეზოშიც.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, რამდენიმე წუთში სამოქმედო გეგმის გაცხადებაა დაანონსებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი