გასული დღეებისგან განსხვავებით, უშუალოდ პარლამენტის ტერიტორიაზე სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზება ამჯერად არ შეინიშნება – შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ქუჩებზეა განთავსებული

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საპროტესტო აქცია გრძელდება.
გასული დღეებისგან განსხვავებით, ამჯერად უშუალოდ პარლამენტის ტერიტორიაზე სამართალდამცავთა მობილიზება არ შეინიშნება, მათ შორის პოლიციის წარმომადგენლები არ იმყოფებიან არც ჭიჭინაძისა და არც ჩიტაძის ქუჩებზე – საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან.
როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დღეს -ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე არიან მობილიზებული, მათ შორის დიდი ოდენობით სამართალდამცავი იმყოფება მთავრობის ადმინისტრაციასთან.
პოლიციის დანაყოფები ამ დროისთვის, უმეტესად, სპეციალურ ავტობუსებში არიან განთავსებული.