VIDEO: „მთელი ღამე საყლაპავი გეწვით, ძილი გერღვევათ… დილას თავს დაღლილად გრძნობთ…“ – ნახეთ რას ამბობს გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში “მთავარი დიაგნოზი” განმარტავს, რამდენად მართალია ის ფაქტი, რომ თუ დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე საკვებს მიიღებთ, წონაში მოიმატებთ და სხეულს ავნებთ. ასევე, ასახელებს იმ პროდუქტებს, რომელთა მიღებაც ამ დროს რეკომენდებული არ არის და სხვადასხვა პრობლემას გიქმნით:
– ძილის წინ საკვების მიღებით წონაში ნამდვილად არ მოიმატებთ, თუ მთელი დღის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე გახარჯული კალორიების რაოდენობა. წონაში მატება უკავშირდება არა იმას, რომ ძილის წინ საკვებს იღებთ, არამედ იმას, მთელი დღის განმავლობაში მიღებული კალორიები რამდენად მეტია, ტოლია ან ნაკლებია გახარჯული კალორიებისა. თუ ნაკლებ კალორიას იღებთ და მეტს ხარჯავთ, წონაში დაიკლებთ და პირიქითაც. ამიტომ, ეცადეთ, ფიზიკური აქტივობა გაზარდოთ და ასეთ შემთხვევაში, წონაში არ მოიმატებთ.
მაგრამ, საქმე ისაა, რომ ძილის წინ საკვების მიღებით სხეულს ნამდვილად ავნებთ. არა წონის კუთხით, არამედ სხვა მიმართულებით. საქართველოში ძალიან გავრცელებულია დიაგნოზი, რომელსაც გასტროეზოფაგური რეფლუქსი ჰქვია. ეს პათოლოგია იმდენადაა გავრცელებული, რომ საზოგადოება მას უბრალოდ მიეჩვია და ჰგონია, რომ ნორმაა. ასეთ დროს საყლაპავის ქვედა ბოლოში სპეციალური საკეტი არ იხურება და კუჭის შიგთავსი საყლაპავში ძალიან მარტივად შემოდის. თუ თქვენ დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე საკვებს მიიღებთ, თქვენი კუჭი მის მონელებას ფიზიკურად ვერ მოასწრებს. ეს კი საყლაპავს გააღიზიანებს. მთელი ღამე საყლაპავი გეწვით, გტკივათ და ძილი გერღვევათ. შემდეგ შეგაწუხებთ არა მარტო გულძმარვა, შეიძლება, ამასთან ერთად, ასევე უძილობისკენ მიდრეკილება ჩამოგიყალიბდეთ. დილით რომ გაიღვიძებთ, თავს დაღლილად იგრძნობთ და მთელი დღე უენერგიოდ იქნებით.
ასევე ნახეთ:
“ვამაყობთ შენით…” – ამერიკული VOICE-ის 12 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა
ს 4 ნიშანი, რომლებსაც დეკემბერში ფინანსური კეთილდღეობა ელის
VIDEO: რა ხდებოდა დარბაზში, ქართველი კონკურსანტის ტრიუმფალური გამოსვლის დროს