Onefootball-ი ხვიჩა კვარაცხელიას კილიან მბაპეს შემცვლელად ასახელებს

„პარი სენ-ჟერმენი“ ს დამატებას შეეცდება იმ შემთხვევაში, თუ ფრანგულ გრანდს კილიან მბაპე დატოვებს, – ინფორმაციას Onefootball-ი გამოცემა 90min-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თუ კილიან მბაპე ზაფხულში კლუბს დატოვებს, „პარი სენ-ჟერმენი“ „ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას შეეცდება. საინტერესოა, რომელი კლუბი იქნება ქართველის შემდეგი გამოწვევა“, – წერს Onefootball-ი.
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება. ფრანგულ კლუბს ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება სურს, თუმცა რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, თავად მბაპეს მადრიდის „რეალში“ უნდა გადასვლა.
რაც შეეხება კვარაცხელიას, მიმდინარე სეზონში მან „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
საქართველოს ნაკრების რიგებში 2023 წელს კვარაცხელიას ანგარიშზე ოთხი გატანილი გოლია.
🚨 PSG would look to bring in Napoli star Khvicha Kvaratskhelia if Kylian Mbappé leaves the club in the summer, per @90min_Football 😱 🇬🇪 pic.twitter.com/gx3OwTszjl — OneFootball (@OneFootball) November 20, 2023

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია