მამუკა მდინარაძე – დეკლარაციას შეავსებს თუ არა ნინო ლომჯარია და ეკა გიგაური ამაზე ვხოცავთ ერთმანეთს – რომ შეეძლოთ, ლამის ტყვია გესროლონ, არ მოუკლავთ თუ რა? – მკვლელები გელაპარაკებიან, რატომ დაეცა ახალგაზრდაო

დეკლარაციას შეავსებს თუ არა ნინო ლომჯარია და ეკა გიგაური ამაზე ვხოცავთ ერთმანეთს. რომ შეეძლოთ, ლამის ტყვია გესროლონ. არ მოუკლავთ თუ რა? – მკვლელები გელაპარაკებიან, რატომ დაეცა ახალგაზრდაო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მდინარაძემ ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს პოლიციას, რაზეც დარბაზში მყოფებმა ტაში დაუკრეს.
„დეკლარაციას შეავსებს თუ არა ნინო ლომჯარია და ეკა გიგაური ამაზე ვხოცავთ ერთმანეთს. რომ შეეძლოთ, ლამის ტყვია გესროლონ. არ მოუკლავთ თუ რა? – მკვლელები გელაპარაკებიან, რატომ დაეცა ახალგაზრდაო. პოლიციელზე კი არ ლაპარაკობენ – სახეში აგური რატომ მოხვდაო რომელიმემ ახსენა? ჩვენი მხარდაჭერა მთლიან ქართულ პოლიციას და ქართულ სახელმწიფოს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
გარდა ამისა, უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მიერ გამოქვეყნებულ სტატუსებს, რა დროსაც აღნიშნა, რომ „ფეხბურთელებმა რომ დაწერეს – აბა, რა უნდა ქნან?!“
„ფეხბურთელებმა რომ დაწერეს – აბა, რა უნდა ქნან?! ნუ ჩარევთ-მეთქი – ყველას გვიყვარს, ყველასია ჩვენია, საერთო ღირებულებებია, საერთო ეროვნული ინტერესია – არა, უტევენ ამ დღეების განმავლობაში. დადგნენ და დაწერეს ამ ბიჭებმა. მაგალითად რა ქნა „ნაცმოძრაობის“ ხალხმა – ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილს სიტყვა „მშვიდობა“ ამოუღეს. წარმოიდგინეთ, რა თეორიებში, ეჭვებში და ავადმყოფობაში არიან. სიტყვა „მშვიდობას“ ხშირად „ქართული ოცნება“ ახსენებს და ამ ბიჭებმაც რომ დაწერეს საერთო ტრენდში ჩაჯდა, მაგრამ აქ ვარგაო და გაუყალბეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ