სემეკმა 7 კომპანია დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ), საჯარო სხდომაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამში 65 000 ლარით 7 კომპანია დააჯარიმა.
სემეკის ინფორმაციით, დაჯარიმების მიზეზია კომპანიების მიერ ენერგეტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებით ყოველთვიური ანგარიშგების სემეკში წარმოუდგენლობა, რიგ შემთხვევებში არასწორად წარმოდგენა ან დარღვევის გამეორება.
„10 000 – 10 000 ლარით დაჯარიმდნენ შპს „ვოთერ ენერჯი“, შპს „ერა ჯორჯია“, შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“, შპს „ჯონოული 1“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „გაზმშენი“, ხოლო 5 000 ლარით – შპს „თბილისის საინვესტიციო ჯგუფი“. კომპანიებს განემარტათ, რომ დარღვევის განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში, კვლავ დაჯარიმდებიან საქართველოს კანონის შესაბამისად.
ყოველთვიური ანგარიშგების არასრულყოფილად წარმოდგენის გამო წერილობითი გაფრთხილება მიეცა 14 ენერგეტიკულ საწარმოს. ამასთანავე, მიეცათ გაფრთხილება, რომ დარღვევის აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში, სანქციის სახით განესაზღვრებათ ჯარიმა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ