კრემლი მთიანი ყარაბაღიდან რუსი ჯარისკაცების გაყვანის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს

კრემლმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსეთმა დაიწყო რუსული „სამშვიდობო ძალების“ გაყვანა ყარაბაღის ტერიტორიიდან. ამის შესახებ კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„დიახ, ეს მართალია”, – თქვა პესკოვმა.

პუტინის პრესმდივანს რუსულ მედიასთან საუბრისას ყარაბაღიდან რუსი ჯარისკაცების გაყვანის შესახებ დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან რუსი „სამშვიდობოების“ გაყვანა დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სამწუხაროა, რომ ქართული სახელმწიფო ფორუმებს და კონფერენციებს არ იყენებს, სადაც წესით საქართველოს მინისტრები ოფიციალური მომხსენებლები უნდა იყვნენ, რომ ქვეყანა, რაც შეიძლება მალე ევროკავშირის წევრი გახდეს