ისრაელის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

ისრაელის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი ავრცელებს.
„ირანის რეჟიმის საფრთხეს, რომელიც ცდილობს რეგიონის სტაბილურობას ძირი გამოუთხაროს, მთელი მსოფლიო მტკიცედ და გაბედულად უნდა დაუპირისპირდეს“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.
„ნათელია, რომ ისრაელელები მოქმედების გადაწყვეტილებას იღებენ. ვიმედოვნებთ, რომ ისინი ამას ისე გააკეთებენ, რომ ეს სიტუაციის ნაკლებად ესკალაციას გამოიწვევს“, – აღნიშნა დევიდ კამერონმა ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, დევიდ კამერონი და ანალენა ბერბოკი პირველი დასავლელი დიპლომატები არიან, რომლებიც გასულ შაბათ-კვირას ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ისრაელში ჩავიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)