„ჰამასის“ მაღალჩინოსნის განცხადებით, 4-დღიანი ზავი ხვალ, ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან ამოქმედდება

„ჰამასის“ მაღალჩინოსნის განცხადებით, 4-დღიანი ზავი ხვალ, ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან ამოქმედდება
„ჰამასის“ მაღალჩინოსნის, მუსა აბუ მარზუკის განცხადებით, ისრაელთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში 4-დღიანი ზავი ხვალ, ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან ამოქმედდება. ამის შესახებ Al Jazeera იტყობინება.
აბუ მარზუკის თქმით, იმ 50 მძევალს შორის, რომლებიც შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლდებიან, უმრავლესობას უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეადგენენ. არიან თუ არა მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, უცნობია. მანამდე ისრაელმა განაცხადა, რომ 50-ვე მძევალი ისრაელის მოქალაქე ან ბინადრობის მქონე პირი იქნება.
ისრაელი 50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, 4-დღიან ზავს დათანხმდა. შეთანხმების მიხედვით, „ჰამასი“ 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილ 50 ისრაელელს, მხოლოდ სამოქალაქო პირებს – ქალებსა და ბავშვებს გაათავისუფლებს. სანაცვლოდ ისრაელი ღაზის სექტორში ცეცხლის 4 დღით შეწყვეტას დათანხმდა, პარალელურად კი, ციხიდან 150 -მდე პალესტინელ პატიმარს, ძირითადად ქალებსა და მოზარდებს გაათავისუფლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის