სახალხო დამცველმა ავჭალის იზოლატორში, აქციაზე დაკავებულები მოინახულა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებულები მოინახულა, რომლებიც ავჭალის იზოლატორში არიან მოთავსებული.
იოსელიანის განცხადებით, აღნიშნულ იზოლატორში 6 ადამიანი იმყოფება, რომელთაგან 2 ფიზიკურ დაზიანებებზე მიუთითებს. მისი თქმით, აქედან, ერთ დაკავებულს დაზიანებები სახის არეში ეტყობა, მეორეს კი ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.
სახალხო დამცველი დღესვე, დიღომის იზოლატორში მივა, სადაც მისი ინფორმაციით, 8 ადამიანია მოთავსებული.
გარდა ამისა, ომბუდსმენი ამბობს, რომ ერთი ადამიანი გადაყვანილია ბოკერიას სახელობის კლინიკაში.
“ზაჰესის იზოლატორშია 6 პირი. მოვინახულე ყველა მათგანი. 2 მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებებს ართმევს ჩვენი წარმომადგენელი. ჩვენ ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მივადევნებთ თვალ-ყურს გამოძიების პროცესს.
აქ მონახულებული 6 ადამიანიდან 2 მიუთითებს [ფიზიკურ დაზიანებაზე], მაგრამ აქედან ერთს ეტყობა ფიზიკური დაზიანება სახეზე. მეორე ამბობს, რომ არ მეტყობა დაზიანება, მაგრამ მივიღეო,” – განახადა იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)