რუსთაველზე გამართული აქციების დროს ოთხი პოლიციელი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე გამართული აქციების ოთხი პოლიციელი დაშავდა.
სამართალდამცველებს თავისა და სახის არეში დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული. პოლიციელები შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ მკურნალობას სახლში განაგრძობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები. დაკავებულია 11 ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება