საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად უნდა მიენიჭოს.
„ასევე, მეორე კუთხით, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს ქვეყნისთვის დღევანდელ დღეს, ის გეოპოლიტიკური გარემოება, რის გამოც ადამიანები, რომლებიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტირიებზე ან საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ სხვა ქვეყანაში, მათი მოლოდინი და მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიმართ არის ძალიან გაზრდილი.
ჩვენ თუ რამე ოდნავ სტრატეგია და ხედვა გაგვაჩნია იმის, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ხვალინდელი ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ჩვენ უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ავტომატურად ვუბრუნებთ მოქალაქეობას ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაბადებული არის საქართველოს ტერიტორიაზე, ყველაფრის მიუხედავად და არანაირი პროცედურების გათვალისწინებით. ეს იყო მოთხოვნა, რომელიც, მე მგონი, სახელმწიფოს უნდა დაეკმაყოფილებინა”, – აცხადებს ზურაბიშვილი.
ამავე თემაზე: