მუხიანში, IV ბ მიკრორაიონის N33 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ სკვერს ერთ ჰექტრამდე ფართობის ტერიტორია შეემატება, რომლითაც რეკრეაციული სივრცე საგრძნობლად გაიზრდება.
„მუხიანში, გობრონიძისა და ნონეშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერი გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სრულად განაახლა. ჩვენ ამ მიმართულებით არ ვჩერდებით. კერძოდ, მუხიანში IV ბ მიკრორაიონის N33 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაციას ვიწყებთ. სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, შადრევანი, განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ასევე, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.