თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 მილიარდ 700 მლნ 912 ათასი ლარით განისაზღვრა

თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად უკვე დედაქალაქის საკრებულოშია გადაგზავნილი.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 1 მილიარდ 700 მლნ 912 ათასი ლარით არის განსაზღვრული.
„თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა, რომელიც წარდგენილია საკრებულოში, განსაზღვრულია 1 მილიარდ 700 მლნ 912 ათასი ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 68 მლნ 779 ათასი ლარით.
ეს არის ბიუჯეტის პროექტის პირველადი და არა საბოლოო ვერსია. ჩემი თხოვნა იქნება, საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანოთ, რადგან მოგვიწევს აღნიშნული პროექტის მოცულობის დაკორექტირება. ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან, რისთვისაც ამ უწყებას მადლობას ვუხდი. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)