საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს! — პრეზიდენტი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე დაპოსტა თბილისში მიმდინარე ანტირუსული აქციის შესახებ, სადაც ათასობით ადამიანი აპროტესტებს რუსულ კანონს.
„რუსული კანონის“ წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი აქციები თბილისში „სპეცრაზმელები“ წყლისა და გაზის ჭავლებით მზადყოფნაში არიან ევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყონ მოქმედება. მიმდინარეობს დაკავებები. საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!“ — წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავ რუსულ კანონს. ამის შემდეგ კანონის განხილვა პარლამენტის სესიაზე გაგრძელდება.
პარალელურად დილიდან მიმდინარეობს მრავალათასიანი საპროტესტო აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

ასევე დაგაინტერესებთ