განმარტავს, რატომ არ შეუძლია დიდ ბრიტანეთს დრონების ჩამოგდებაში უკრაინასაც დაეხმაროს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კამერონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალები უკრაინის თავზე დრონებს ვერ ჩამოაგდებენ, რადგან ეს კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.
დევიდ კამერონმა განმარტა, თუ რატომ არ შეუძლია გაერთიანებულ სამეფოს, რომ ისრაელის მსგავსად, დრონების ჩამოგდებაში უკრაინასაც დაეხმაროს.
„ვფიქრობ, სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ თუ ევროპაში ომის გაფართოების თავიდან არიდება გსურთ, ერთადერთი, რაც თქვენ თავიდან უნდა აიცილოთ, ეს ნატო-ს ჯარებსა და რუსეთის ჯარებს შორის პირდაპირ შეტაკებაა. ეს ესკალაციის საფრთხე იქნება“, – განაცხადა დევიდ კამერონმა.
ასევე, დევიდ კამერონმა აღნიშნა, რომ დრონებისა და რაკეტების ჩამოსაგდებად მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენება საუკეთესო მეთოდი არ არის და საჰაერო თავდაცვის სისტემები უფრო ეფექტურია, რაც უკრაინას ესაჭიროება, განსაკუთრებით Patriot-ის სისტემები, რომელიც დიდ ბრიტანეთს არ გააჩნია.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯემალ ცეცხლაძე: არ უცდია, თავისი პოპულარობის, ცნობადობის თუ ნაცნობობის მეშვეობით მარტივად მიახლებოდა, ჩათვალა ჩვენთან – უბრალო მოკვდავებთან ერთად, 7 საათის განმავლობაში მდგარიყო ცოცხალ რიგში

თინათინ სტამბოლიშვილი: ამ რწმენით და ამ ერთიანობის შემყურე, თავისი თავის პატივისიმცემელი და თავდაჯერებული ხელისუფალი თუნდაც სიმბოლურად დაიყენებდა გვერდში რომელიმე, თუნდაც ერთ ყოფილ პრეზიდენტს…