ინალ არძინბა ტელეწამყვანი გახდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ტელეწამყვანი გახდა. ინფორმაციას „ეხოკავკაზა“ ავრცელებს.

ახალი სპეციალური პროექტის „გლობალური უმრავლესობის“ ფარგლებში, მან ისაუბრა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან. გადაცემა რუსეთის პირველ არხზე 21 აპრილს გავა.

„გლობალურ უმრავლესობაში“ არძინბა ისაუბრებს იმაზე, რომ „ქვეყნები და მათი ლიდერები იცავენ თავიანთ თავისუფლებას დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად“.

ინტერვიუს ანონსში სირიის პრეზიდენტს უწოდებენ „ადამიანს, რომელიც დაუპირისპირდა კოლექტიურ დასავლეთს“.

შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა.

2020 წლის 6 ოქტომბერს დამასკოში აფხაზეთის საელჩოს საზეიმო გახსნა გაიმართა. 2021 წლის მაისში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სირიას ეწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ