ჯანდაცვის სამინისტრო – ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის, სამი, 12-სართულიანი კორპუსი შენდება

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის, სამი, 12-სართულიანი კორპუსი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გაეცნო.
მ აღნიშნა, რომ დევნილთა განსახლება სახელმწიფოს პრიორიტეტია და დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები, ერთდროულად, მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დევნილ ოჯახებს, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ. სამუშაო პროცესები აქტიური რეჟიმით, სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილ ოჯახს გადასცემს. აქედან, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6000-ამდე ოჯახი, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლება.
ორივე პროგრამის ბიუჯეტი, საბოლოოდ, დაახლოებით, 900 მილიონ ლარს შეადგენს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – უკრაინა განიცდის გაუმართლებელ აგრესიას, 2008 წლიდან რუსეთის აგრესიის სამიზნეა საქართველოც – მის მავნე ქმედებებს სჭირდება სათანადო პასუხი, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ვიყოთ ძლიერები