ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი – მძევლების შესახებ შეთანხმება საშიშ პრეცედენტს ქმნის

მძევლების შესახებ შეთანხმება საშიშ პრეცედენტს ქმნის, – ამის შესახებ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ გვირმა განაცხადა.
„ეს ზავი „ჰამასს“ ყველაფერზე მეტად სურდა. მათ სურდათ პირველ ეტაპზე ქალები და ბავშვები მოეშორებინათ, რადგან ამაზე საერთაშორისო ზეწოლა ხორციელდებოდა. „ჰამასს“ საწვავის მიღება, ტერორისტების გათავისუფლება, ისრაელის თავდაცვის ძალების მოქმედებების შეჩერება და დაზვერვის საქმიანობის აკრძალვა სურდა. მათ ეს ყველაფერი მიიღეს“, – წერს ბენ გვირი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
იტამარ ბენ გვირმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას საშიში პრეცედენტი უწოდა, რომელიც წარსულ შეცდომებს იმეორებს.
„ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება, რომ ყველა მათგანი დავიბრუნოთ და არ გვაქვს უფლება მათ დანაწილებას ან მხოლოდ რამდენიმე მათგანის უკან დაბრუნებას დავთანხმდეთ“, – აღნიშნა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ