უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება რთულადაა, განსაკუთრებით კი – დონეცკის მიმართულებით.
“სიტუაცია ფრონტზე ასეთი ცხელი ომის დროს მუდამ რთულია, თუმცა ამ დღეებში, განსაკუთრებით დონეცკის მიმართულებით, უფრო რთულდება”. – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს, რომლებიც პოზიციების დასაცავად “ყველაფერს აკეთებენ”.
აქამდე, 13 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარება მწვავდება.
სირსკის თქმით, რუსეთი ცდილობს ქალაქი ბახმუტის დასავლეთით უკრაინის თავდაცვის ხაზი გაარღვიოს და დაიკავოს დასახლება ჩასოვ იარი, რათა მომავალში სვლა კრამატორსკის მიმართულებით გააგრძელონ.