გიორგი პერტაია პარიზში გამართულ მსოფლიო პალატების ფედერაციის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია პარიზში გამართულ მსოფლიო პალატების ფედერაციის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაში, გიორგი პერტაიამ მმართველი საბჭოს არჩეული წევრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.
„შეხვედრის მონაწილეებმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის სიახლეები, მსოფლიო პალატების ფედერაციის განახლებული სტრატეგია, 2023-2025 წლების სამუშაო გეგმა და ვაჭრობის ხელშეწყობის სერვისები განიხილეს.
გიორგი პერტაიამ სიტყვით გამოსვლისას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და პალატის სხვადასხვა ინიციატივაზე ისაუბრა. მათ შორის, მსოფლიო პალატების ფედერაციის დაკავშირების საკითხზე გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, რისთვისაც საქართველოს სავაჭრო პალატა მზაობას გამოთქვამს, მიიღოს მედიატორის როლი.
გიორგი პერტაიამ გაციფრულების სფეროში სავაჭრო პალატის გამოცდილებაზეც გაამახვილა ყურადღება და საქართველოში მსოფლიო პალატების კონგრესის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს