საქართველოს ელჩი ისრაელში – მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში ცხოვრობენ, მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ ყველა რეკომენდაცია, რომელიც ს ხელისუფლებამ გასცა

საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ს ხელისუფლებამ გასცა,- ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ზაზა კანდელაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ნებისმიერ დროს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოს საელჩოდან.
“მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელი გახდეს ის უსაფრთხოების ზომები, რომელიც გამოცხადებულია მსგავს სიტუაციაში. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ნებისმიერ დროს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოს საელჩოდან. საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ისრაელის ხელისუფლებამ გასცა. დაიცვან ამ რეკომენდაციების მიხედვით ყველა ის უსაფრთხოების ზომები, რომელიც აუცილებელია მსგავს სიტუაციაში“,-აღნიშნა ზაზა კანდელაკმა.
შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგონა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა