ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მესამე კონცერტს გაიმართება

18 აპრილს, ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში, თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მესამე კონცერტს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ:
· ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა გუნდი
· გორის, ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის ბავშვთა გუნდი
· ახალგაზრდული გუნდი „თუთარჩელა“
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეთოთხმეტედ ტარდება. ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი პარტნიორია ქ.თბილისის მერია.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი