დამასკოში ირანის საელჩოს და სხვა დიპლომატიური მისიების უბანში მანქანა აფეთქდა

სირიის დედაქალაქ დამასკოში ირანის საელჩოს და სხვა დიპლომატიური მისიების უბანში, მაზეჰის არეალში მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. მანქანა ცენტრალურ დამასკოში, ალ-ჰუდას მოედანზე აფეთქდა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
ინფორმაცია მანქანის აფეთქების შესახებ თავდაპირველად სირიულმა მედიამ გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ აფეთქებაზე ან რა იყო თავდასხმის სამიზნე.
დაახლოებით ორი კვირის წინ დამასკოში ირანის საელჩოზე იერიში ისრაელმა მიიტანა, რის შედეგადაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მებრძოლები, მათ შორის ორი გენერალი მოკვდა. ამის გამო ირანიდან ს მიმართულებით მასიური შეტევაა მოსალოდნელი. ამერიკული დაზვერვის ცნობით, ირანი ერთდროულად მრავალ სამხედრო და პოლიტიკურ სამიზნეზე იერიშის მიტანას ათობით რაკეტით და დრონით გეგმავს.