ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მოსკოვში იმყოფება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა და მას თან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების თავმჯდომარე თემურ აჰიბა ახლავს.
„ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში გაიმართება“, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სოციალური მედია: შვილის ემოციური დასკვნითი სიტყვის დროს მისი მამა, რომელიც მღვდელია და აშკარად არ იზიარებს შვილის იდეებს, წამოდგა და დავითს გაღიზიანებულმა უთხრა “რეებს ლაპარაკობ, საქმეზე გადადიო” და დარბაზიდან ასე გავიდა