„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს „შავი პარასკევის“ სპეციალურ შეთავაზებაზე იწვევს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, კომპანიაში მიმდინარე აქციების პარალელურად, მომხმარებელს „შავი პარასკევის“ სპეციალურ შეთავაზებაზე იწვევს, რომლით სარგებლობაც 24 და 25 ნოემბერს არის შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.
საქართველოში ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერის ცნობით, „შავი პარასკევის“ სპეცშეთავაზების ფარგლებში, ტოიოტას ორიგინალი წარმოების ნებისმიერ ავტონაწილს მომხმარებელი 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენს და ასევე, ყველა ტიპის ავტოსერვისშიც 20%-ით ნაკლებს გადაიხდის.
როგორც კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თინათინ მაკარიძე აღნიშნავს, „შავი პარასკევის“ სპეცშეთავაზებით მოსარგებლე ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც 350 ლარის ოდენობის შენაძენს გააკეთებს, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სპეციალურ საჩუქარს გადასცემს.
„შავი პარასკევის“ აქციის ფარგლებში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს, როგორც ორიგინალი ავტონაწილების შეძენაზე, ასევე, ნებისმიერი სახის სერვისზე. რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა ცენტრში მიმდინარე სხვა აქციებითაც ისარგებლოს და სხვადასხვა მოდელის ავტომობილებზე სპეცფასად შეცვალოს ძრავის ზეთი და ფილტრი. გვინდა მომხმარებელმა გაითვალისწინოს, რომ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მათ მომსახურებას გაუწევენ ტოიოტას მიერ სერთიფიცირებული
პროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც მძღოლებს უმოკლეს დროში განუახლებენ ავტომობილს. გარდა ამისა, ყველა მომხმარებელს, რომელიც ცენტრში „შავი პარასკევის“ სპეციალური შეთავაზების ფარგლებში 350 ლარის შენაძენს გააკეთებს, სამახსოვრო საჩუქრებს გადავცემთ“, – აცხადებს თინათინ მაკარიძე.
„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, „შავი პარასკევის“ სპეცშეთავაზებით სარგებლობის მსურველებს, დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, შემდეგ კი ეწვიონ ცენტრს 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116;
www.toyota-tbilisi.com

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას