ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები გერმანიასთან და დინამიკაც ძალიან პოზიტიურია, საუბარი გვქონდა თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა განზომილებაზე

ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები გერმანიასთან და გარდა ამისა, დინამიკაც არის ძალიან პოზიტიური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს ის თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის.
„ჩვენ დავასრულეთ ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში. გვქონდა 3 არაჩვეულებრივი შეხვედრა კანცლერთან, ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან, ასევე, გერმანიის პრეზიდენტთან. სამივე შემთხვევაში საუბარი გვქონდა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ორმხრვი ურთიერთობებზე. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები გერმანიასთან და გარდა ამისა, დინამიკაც არის ძალიან პოზიტიური. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის. ჩვენ შევეხეთ თანამშრომლობის ყველა ასპექტს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ განათლებისა და კულტურის სფეროში, საუბარი გვქონდა თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა განზომილებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
Previous: კანცლერმა დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე

ასევე დაგაინტერესებთ