საფრანგეთი მოქალაქეებს ირანში, ისრაელში, ლიბანსა და პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, „აბსოლუტურად თავი შეიკავონ“ ირანში, ლიბანში, ისრაელსა და პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოგზაურობისგან, – ინფორმაციას CNN-ი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ სამხედრო ესკალაციის რისკის საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ ახალი მითითებები გამოსცა.
გადაწყვეტილების თანახმად, ირანის დედაქალაქ თეირანში მყოფი დიპლომატების ოჯახები საფრანგეთში დაბრუნდებიან და საჯარო მოხელეებს აეკრძალებათ სამუშაო მისიები ამ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე.
საფრანგეთის საგარეო უწყებამ ეს გაფრთხილება მას შემდეგ გამოსცა, რაც -ისა და ისრაელის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ირანის ან მისი მარიონეტების მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ პოტენციურ თავდასხმებს ელიან.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა