ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს – არასდროს გვითქვამს უარი სთან დავის მშვიდობიან გადაწყვეტაზე

რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი სთან უთანხმოების მშვიდობიან მოგვარებაზე, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა.
„არასდროს გვითქვამს უარი დავების მშვიდობიან გადაწყვეტაზე, უფრო მეტიც, ჩვენ სწორედ ამისკენ ვიყავით მიდრეკილი“, – ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, ს მოწინააღმდეგეებმა თავი კუთხეში მოიმწყვდიეს, როდესაც უარი თქვეს მოლაპარაკებაზე, ბრძოლის ველზე გამარჯვების იმედით, „ახლა უკვე ხვდებიან, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია“.
პუტინმა უკრაინის შესახებ შვეიცარიაში დაგეგმილ კონფერენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსკოვი არ არის მიწვეული ამ ღონისძიებაზე, მაგრამ ამავე დროს ამბობენ, რომ მის გარეშე მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია. ”და რადგან ჩვენ იქ არ მივდივართ, ეს უკვე პანოპტიკუმია”, – აღნიშნა პუტინმა.
მისი განმარტებით, მოსკოვი ეწინააღმდეგება უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების სქემების დაწესებას, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ რეალობასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“