ენტონი ბლინკენი – ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი პროგრესია

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვან პროგრესს აღნიშნავს, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, მძევლების შესახებ, მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვან პროგრესს აღნიშნავს.
„მიღწეული შეთანხმება სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის მთავრობის დაუღალავი დიპლომატიისა და ძალისხმევის შედეგს წარმოადგენს“, – განაცხადა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კატარს და ეგვიპტეს მოლაპარაკებების დროს გაწეული სამუშაოსთვის და ისრაელს ჰუმანიტარული პაუზის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის მთავარ პრიორიტეტს საზღვარგარეთ მყოფი ამერიკელების უსაფრთხოება და დაცვა წარმოადგენს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა ყველა მძევლის გათავისუფლება და ოჯახებთან მათი სწრაფად დაბრუნება უზრუნველვყოთ“, – აღნიშნა ბლინკენმა.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება ღაზაში ოთხდღიან პაუზას, „ჰამასის“ მიერ დაკავებული 50 მძევლისა და ს ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს.