მარია ზახაროვა – ოთხდღიან ჰუმანიტარულ პაუზას მიესალმება

რუსეთი ოთხდღიან ჰუმანიტარულ პაუზას მიესალმება, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ რუსულ მედიას განუცხადა, რომ რუსეთი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება.
„ეს არის ის, რასაც რუსეთი კონფლიქტის ესკალაციის დაწყების დღიდან ითხოვდა“, – წერს ზახაროვა „ტელეგრამის“ არხზე.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება ღაზაში ოთხდღიან პაუზას, „ჰამასის“ მიერ დაკავებული 50 მძევლისა და ისრაელის ციხეებიდან 150 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია დრონებით და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული – რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“ – ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა