საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და „იცანის“ ორგანიზებით, ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში სპექტაკლი „გრიგოლ ფერაძე“ გაიმართა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და „იცანის“ ორგანიზებით, ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში სპექტაკლი „გრიგოლ ფერაძე“ გაიმართა
2023 წლის 17 ნოემბერს, თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო რეჟისორ გოგა თავაძის მიერ დადგმული სპექტაკლი: “გრიგოლ ფერაძე”, რომელშიც მონაწილეობდნენ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები: ნინო ანდრიაძე, ნიკა კვანტალიანი, ზურაბ არუსია და ლევან კაციაშვილი.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა.
საღამო მუსიკალურად გააფორმა კაკო ვაშალომიძის ჯაზ-ბენდმა “დიქსი-ლენდი”.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო