ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების წინააღმდეგ შეტევა განახორციელეს

ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების წინააღმდეგ შეტევა განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას -ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, დღეს დილით, ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში, ირანისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების თავდასხმების საპასუხოდ, ორ ობიექტზე შეტევები განახორციელეს.
„დარტყმები პირდაპირი პასუხი იყო ირანისა და ირანის მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ, აშშ-ისა და კოალიციის ძალების წინააღმდეგ, განხორციელებულ თავდასხმებზე“, – წერს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა X-ზე („ტვიტერზე“).

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს