17 მოქალაქეს მანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა, 416 451 ლარი მიითვისა – ბრალდებულზე ძებნა გამოცხადდა

17 მოქალაქეს მანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა, 416 451 ლარი მიითვისა – ბრალდებულზე ძებნა გამოცხადდა
საქართველოს პროკურატურამ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ შპს „პრემიუმ ქარ საქართველო“ დაარეგისტრირა და ინტერნეტსივრცეში კომპანიის სახელით ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე ყალბი განცხადებები განათავსა. ბრალდებულმა, ავტომანქანის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა და ამ გზით, 17 მოქალაქის კუთვნილი, ჯამში 416 451,79 ლარი მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება, 16 ეპიზოდი) წარედგინა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ეს შედეგი დგება, როცა დადიხარ უცხოს და არა შენი ხალხის ჭკუაზე – ისინი მშვენივრად, ტკბილად არიან, ახლახან ვნახეთ მიხეილ როთის ფოტო, რომელიც მზეზე ირუჯება და ძალიან კარგად არის თავის პენსიაზე პოლიტიკიდან

შალვა პაპუაშვილი – უვიზო მიმოსვლის შეჩერების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, თუმცა თუკი თავნებობას და უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს ექნება ადგილი, ჩვენ ამის წინასწარ განჭვრეტა არ შეგვიძლია

შალვა პაპუაშვილი – გახარიას შეუძლია არჩევანი გააკეთოს: ირჩევს კონსტიტუციას, თუ პირად გეგმებს საზღვარგარეთ – მან ჩორჩანაში ღონისძიების ჩატარების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, შედეგად მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიაა დაკარგული