თუ ეს ადამიანი გახარიას პარტიის წევრია, ვეთანხმები, ნაცმოძრაობაა კი – მდინარაძე კალაძის განცხადებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, კახა კალაძის განცხადებაზე:
,,ქოჩორაშვილი ისეთი მაგარი კაცია, ისეთი პენალტი გაიტანა და ისეთებს გაიტანს კიდევ აწი, პოლიტიკაში აწი რაც არ უნდა გამაზოს, როგორც ჟარგონულად იტყვიან ხოლმე, მაინც გვეყვარება ყველა ქართველს და მაინც მაგარი კაცი იქნება. […] რაც შეეხება მამამისს, თუ ეს ადამიანი გახარიას პარტიის წევრია, მეც ვეთანხმები, მაშინ ნაცმოძრაობაა კი. მაგრამ მამა, დედა, ბებია, ბაბუა, სადაც არ უნდა იყოს პარტიაში, კი არა თვითონ, ფეხბურთელიც კი რაღაც წარმოდგენის რომ იყოს პოლიტიკურის, ჩვენთვის მისაღების ან მიუღებლის, ნებისმიერ შემთხვევაში თითოეული მათგანის გულმხურვალე მხარდამჭერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე”. ”

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი