სამხრეთ აფრიკის პარლამენტმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

სამხრეთ აფრიკის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ისრაელის საელჩოს დახურვას და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, – ამის შესახებ RBC-Ukraine ENCA-ზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ცნობით, წინადადებას მხარი 248-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 91 იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მიღებული ზომები, სავარაუდოდ, ძალაში დარჩება მანამდე, სანამ ისრაელი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას და არ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში გაეროს მონაწილეობით.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია დრონებით და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული – რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“ – ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა