შალვა პაპუაშვილი კონფერენციას – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ გახსნის

დღეს, პარლამენტი და საქართველოს ეროვნული პლატფორმა – აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი მესამე ერთობლივ კონფერენციას – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ გამართავენ.
პარლამენტის ინფორმაციით, კონფერენციას გახსნიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.
კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებით რეკომენდაციაზე და განიხილავენ 9 პრიორიტეტს.
კონფერენციაზე განსახილველი ძირითადი საკითხებია: სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო პროცესი და დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედია და დეზინფორმაციასთან ბრძოლა, საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა