ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება შედგა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი გათავისუფლდება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დროის განმავლობაში ბრძოლები შეჩერდება.
„ისრაელის მთავრობა მზად არის ყველა გატაცებული სახლში დააბრუნოს. მთავრობამ დაამტკიცა ამ მიზნის მიღწევის პირველი ეტაპის გეგმა, რომლის თანახმადაც, სულ მცირე 50 გატაცებული ქალი და ბავშვი, მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში გათავისუფლდება, რა დროსაც ბრძოლებს ადგილი არ ექნება“, – ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ