„არ გავჩერდები, სანამ ყველას არ გაათავისუფლებენ“ – ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება

აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება.
„ამ მრავალი კვირის განმავლობაში მძევლები და მათი ახლობლები ჩემი და ჯილის გულებში იყვნენ. უზომოდ მოხარული ვარ, რომ რამდენიმე მამაცი სული, რომლებმაც ტყვეობაში ყოფნა და ენით აუწერელი განსაცდელი გადაიტანეს, კვლავ შეუერთდებიან თავიანთ ოჯახებს, როგორც კი ეს შეთანხმება სრულად შევა ძალაში.
როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე მთელ მსოფლიოში მძევლად მყოფი ამერიკელების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამიტომ, „ჰამასის“ სასტიკი თავდასხმის პირველივე მომენტიდან მე და ჩემი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონულ პარტნიორებთან, რათა ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი თანამოქალაქეების გასათავისუფლებლად. მე არ გავჩერდები, სანამ ყველას არ გაათავისუფლებენ“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.
ბაიდენმა მადლობა გადაუხადა კატარის, ეგვიპტისა და ს ლიდერებს გაწეული ძალისხმევისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ