ოსტინი: აშშ-ს არ უნახავს მტკიცებულება, რომ ისრაელი გენოციდს ჩადის

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 9 აპრილს უარყო, რომ ღაზის სექტორში პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდს ჩადის და განაცხადა, რომ -ს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ უნახავს.
ამის შესახებ ოსტინმა აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტში ისაუბრა, სადაც მას დემონსტრანტებმა ჩვენება რამდენჯერმე გააწყვეტინეს.
“არ არსებობს მტკიცებულება, რომ ისრაელი ღაზაში გენოციდს ჩადის”. – ამბობს ოსტინი.
სენატში სიტყვით გამოსვლისას მან ასევე მხარი დაუჭირა ისრაელისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მიცემას, რომელიც ამ დროისთვის აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში უთანხმოების გამოა ბლოკირებული. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ისრაელი, სა და აშშ-ს სხვა მოკავშირეებთან ერთად, აშშ-სგან მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიიღებს.
ამასთანავე, ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მნიშვნელობას.
“მე ნამდვილად მჯერა… რომ თუკი მათ [ისრაელს] სურთ, სტაბილურობის მხრივ გრძელვადიანი შედეგი შექმნან, მაშინ ვინმემ პალესტინელ ხალხს უნდა დაეხმაროს”. – განაცხადა მან.