ზურაბ ჯაფარიძე – არჩევნებზე გასვლა პრობლემების გარეშე არ გამოუვათ – ხელისუფლების მმართველობა ოქტომბერში მაინც უნდა დასრულდეს

რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენგან ევროკავშირი ითხოვს, არაფრის გაკეთებას აპირებენ და როგორც ჩანს, ჩათვალეს, ეს ქვეყანა მათია, რასაც უნდა იმას იზამენ და საერთოდ რუსეთისკენ წაიყვანენ – დასავლეთს შანტაჟის ენით ელაპარაკებიან, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან „თავისუფლების მარშის” დაწყებამდე აღნიშნა, პროტესტი მაინც მნიშვნელოვანია და მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება დღევანდელი მარში, არსებული ხელისუფლების მმართველობა ოქტომბერში მაინც უნდა დასრულდეს.
„რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენგან ევროკავშირი ითხოვს, არაფრის გაკეთებას აპირებენ და როგორც ჩანს, ჩათვალეს, ეს ქვეყანა მათია, რასაც უნდა, იმას იზამენ და საერთოდ რუსეთისკენ წაიყვანენ.
მგონია, რომ მათ შორის დასავლეთს, შანტაჟის ენით ელაპარაკებიან. ალბათ, ჰგონიათ, რომ ამით ადამიანებს გატეხენ, ზაფხულამდე კანონს მიიღებენ, შემდეგ ევროპის ჩემპიონატია, ხალხი ყურადღებას გადაიტანს და საარჩევნოდ ველს მოისუფთავებენ.
ჩემი აზრით, არჩევნებზე პრობლემების გარეშე გასვლა მაინც არ გამოუვათ. ნებისმიერ შემთხვევაში, პროტესტი მნიშვნელოვანია. როგორც არ უნდა დასრულდეს პროტესტი, საბოლოო ჯამში, ამ ხელისუფლების მმართველობა ოქტომბერში მაინც უნდა დასრულდეს“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა