რატი იონათამიშვილი – ამაზე მეტი მტრობა რა უნდა ჩაიდინონ – 9 აპრილს მართავენ მსვლელობას გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ!

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე არასამთავრობოების მიერ დაგეგმილ მსვლელობას სოციალურ ქსელში აფასებს.
მისი თქმით, სიმბოლურია, რომ „გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ“ მსვლელობა სწორედ 9 აპრილს იმართება.
“ამაზე მეტი სიმბოლიზმი, ამაზე მეტი ლუსტრაცია რა უნდა იყოს და ამაზე მეტი მტრობა რა უნდა ჩაიდინონ – 9 აპრილს მართავენ მსვლელობას გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ!”, – წერს რატი იონათამიშვილი.
შეგახსენებთ, თბილისში „თავისუფლების მარში“ მიმდინარეობს. მარშის მთავარი ლოზუნგია – „ კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს