„ჰამასი“ – ისრაელის წინადადება პალესტინის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით ს წინადადება, რომელიც კატარელი და ეგვიპტელი შუამავლებისგან მიიღო, პალესტინის არცერთ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, ჯგუფმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ის წინადადებას შეისწავლის.
„ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის წინადადება უარყო.
“ჩვენ უარვყოფთ ისრაელის შემოთავაზებებს, რომლებიც ეგვიპტურმა მხარემ გაგვაცნო. პოლიტბიურო დღეს შეიკრიბა და ეს გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, ალი ბარაკამ Reuters-თან საუბარში.
შეგახსენებთ, ისრაელმა და „ჰამასმა“ კვირას ეგვიპტეში გაგზავნეს დელეგაციები მოლაპარაკებებისთვის, რომელსაც ესწრებოდნენ კატარელი და ეგვიპტელი შუამავლები, ასევე -ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი.

ასევე დაგაინტერესებთ