ერაყში -ის ჯარების ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც საპასუხო დარტყმა მოჰყვა

ერაყში აშშ-ის ჯარების ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც საპასუხო დარტყმა მოჰყვა
ალ-ასადის ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განლაგებული, თავდასხმა განხორციელდა. როგორც The Times of Israel ამერიკულ მხარეზე დაყრდნობით წერს, თავდასხმას შედეგად მოჰყვა „პერსონალის და ინფრასტრუქტურის მსუბუქად დაზიანება“.
ამასთან, გამოცემა ამერიკის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ძალებმა თავდაცვის მიზნით საპასუხო იერიში მიიტანეს პროირანული ჯგუფის ორ სატვირთო ავტომობილზე.
„ორივე ოფიციალურმა პირმა ისაუბრა ანონიმურობის პირობით, რადგან მათ არ აქვთ ამ საკითხზე საჯაროდ საუბრის უფლებამოსილება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ნოემბრის დასაწყისში პენტაგონის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა განაცხადა, რომ 17 ოქტომბრის შემდეგ ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებს 38-ჯერ დაესხნენ თავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს